თამთა მეგრელიშვილი – პოლიციელის მხედველობის დაკარგვაზე: ეს მძიმე შემთხვევა არის დადასტურება, რომ აქციები იყო მართული, დესტრუქციისათვის გადამზადებული ჯგუფები მიდიოდნენ პოლიციელებთან დაპირისპირებაზე და სურდათ მათი მძიმედ დაზიანება

ეს მძიმე შემთხვევა არის ფაქტობრივი დადასტურება იმისა რომ აქციები იყო მართული, საგანგებოდ დესტრუქციისათვის გადამზადებული ჯგუფები ღიად მიდიოდნენ პოლიციელებთან დაპირისპირებაზე და სურდათ მათი რაც შეიძლება მძიმედ დაზიანება, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას, რომლის თანახმად, პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა.

მისივე თქმით, საბოლოოდ ამ პროცესში 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, დაზიანდა პარლამენტის ქონება, ასევე კერძო საკუთრებები და პატრიოტის სახელით უკანონოდ მოქმედი ახალგაზრდები საქართველოს უახლოეს ისტორიაში ჩაეწერებიან როგორც ქართული სახელმწიფოს მშვიდობიანი მომავლის წინააღმდეგ დაუძინებელი მეგობრების ბრძანებით პიროტექნიკით დაპირისპირებული ჯგუფი.

„პოლიციელს, რომელსაც, 29 ნოემბერს აქციის მონაწილეებმა ბლაგვი საგანი ესროლეს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა საქართველოსა და თურქეთში, თუმცა დაზიანების სიმძიმის გათვალისწინებით, მისი მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და მან მხედველობა დაკარგა.

ეს მძიმე შემთხვევა არის ფაქტობრივი დადასტურება იმისა, რომ აქციები იყო მართული, საგანგებოდ დესტრუქციისათვის გადამზადებული ჯგუფები ღიად მიდიოდნენ პოლიციელებთან დაპირისპირებაზე და სურდათ მათი რაც შეიძლება მძიმედ დაზიანება.

საბოლოოდ ამ პროცესში 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, დაზიანდა პარლამენტის ქონება, ასევე კერძო საკუთრებები და პატრიოტის სახელით უკანონოდ მოქმედი ახალგაზრდები საქართველოს უახლოეს ისტორიაში ჩაეწერებიან როგორც ქართული სახელმწიფოს მშვიდობიანი მომავლის წინააღმდეგ დაუძინებელი მეგობრების ბრძანებით პიროტექნიკით დაპირისპირებული ჯგუფი“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები