ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი რეისები განახლდა

დღეიდან, კვირაში ორი სიხშირით ქუთაისის, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს გაანახლებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ უნგრულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები გერმანიის 5 ქალაქის მიმართულებით ხორციელდება.ჯამურად, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით 4 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 8 მიმართულებით ასრულებს.2024 წელს ჯამურად, საქართველოს გერმანიიდან 78,644 ვიზიტორი იყო ესტუმრა.

29 აპრილიდან Wizz Air-ი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან კიდევ ერთი, მადრიდის მიმართულებით განაახლებს ფრენებს. ხოლო 3 ივნისიდან სრულიად ახალი, ლიონის მიმართულება დაემატება.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 32 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები