“რა უსირცხვილო და უთავმოყვარეოა გახარია, თვითონ უსირცხვილოდ ზის პარლამენტში, შატალოზეა, არ დადის, მაგრამ ხელფასს და პარტიულ დაფინანსებას საკენკივით იღებს” – უგულავა

“რა უსირცხვილო და უთავმოყვარეოა გახარია, თვითონ უსირცხვილოდ ზის პარლამენტში, შატალოზეა, არ დადის, მაგრამ ხელფასს და პარტიულ დაფინანსებას საკენკივით იღებს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

ის დროებით საგამოძიებო კომისიაში პარტია “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიას მისვლას ეხმაურება.

„რა უსირცხვილო და უთავმოყვარეოა გახარია. თვითონ ზის უსირცხვილოდ პარლამენტში. ამ დრომდე უბრალოდ შატალოზეა, არ დადიან, მაგრამ ხელფასს და პარტიულ დაფინანსებას იღებენ საკენკივით. აპრავებს ღალატის კომისიას და მარტო რომ არ იჯდეს ნეხვის კასრში, მოინდომა სხვების გასვრაც. აი, სწორედ ეს უგვანი ჭორიკნობაა, რაც ივანიშვილისგან იმემკვიდრევეთ, რის გამოც ხართ ქართ – ობოლი „ქოცი“.

გამობრძანდით და მოყევით ფაქტებით ვის რისი აღდგენა უნდა ან თავად გამობრძანდით მაგ შაპიტო, ბიძინას ბუტკა, პარლამენტიდან. სხვა შემთხვევაში ბ და პ-ზე დაწყებული ორივე ზედსართავს ერთდროულად აირტყამთ. თუ უკვე არ აირტყით“, – წერს უგულავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები