“დამოუკიდებლობის დღე უნდა იყოს დიდი პროტესტისა და რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ფართო მსვლელობების დღე” – ხატია დეკანოიძე
“დამოუკიდებლობის დღე უნდა იყოს დიდი პროტესტისა და რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ფართო მსვლელობის დღე”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს.
“რეჟიმმა გამოაცხადა, რომ 26 მაისს რუსთაველზე არ გამართავს ღონისძიებებს.
ნამდვილად, მათ არაფერი აქვთ საერთო საქართველოს დამოუკიდებლობასთან.
დამოუკიდებლობის დღე უნდა იყოს დიდი პროტესტის და რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ფართო მსვლელობების დღე. „ქოცების“ ღალატის ფონზე, 26 მაისი უნდა მიეძღვნას ანწუხელიძეს, შინდისის გმირებს და ჩვენს დაცემულ მეომრებს, ქართულ ჯარს.
ამ დღის დაგეგმვაში უნდა მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანებმა, სტუდენტებმა. ეს იქნება ნამდვილ პროცესში მონაწილეობა. ეს არის უპირველესი ამოცანა!”, – წერს დეკანოიძე.