„ალენ ბერსეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა მაშინაც, როდესაც ის პირადად მონაწილეობდა ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელებთან შეხვედრებში და მათ შორის, მან თავად კარგად ნახა, რამდენად დესტრუქციულია ოპოზიციურად წოდებული ის პარტიები, რომლებიც რადიკალიზმით არიან გამსჭვალული და დაკავებული“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სურვილი რომ გაგრძელდეს კომუნიკაცია, მმართველი პარტია ამ ინიციატივას მხოლოდ მიესალმება.
„მათ შორის, მასთან შეხვედრებზე უარის თქმა და ზოგადად ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობდა და ის უსამართლო კრიტიკა, რომელიც თუნდაც ამ ადამიანს და ამ პოლიტიკოს მიემართა, კიდევ ნათლად აჩვენებდა რამდენად დესტრუქციულია ეს პოლიტიკური ძალები. ამ შემთხვევაში, მისი მხრიდან გამოთქმული სურვილი, რომ გაგრძელდეს კომუნიკაცია რომ ეს კომუნიკაცია იყოს უფრო აქტიური და ის საკითხები, რომლებიც განვიხილეთ და რომელიც შესაძლოა ახლაც დღის წესრიგში დგას, უფრო აქტიურად იყოს რეალობაში მოყვანილი. ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ მისალმებას გამოიწვევს და თავისთავად მზად ვართ, ყველანაირი საღი და ჯანსაღი მოლაპარაკებებისთვის, დიალოგისთვის და მათ შორის, კომუნიკაციისთვის ნებისმიერ დონეზე“ -განაცხადა ნინო წილოსანმა.