არჩილ გორდულაძე „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: საქართველოშიც უნდა არსებობდეს საკანონმდებლო სივრცეში ისეთი რეგულაციები, რომ ლამაზი სახელით შეფუთული გრანტები არ მოხმარდეს ქვეყანაში სისხლიანი რევოლუციის მოწყობის მცდელობებს
ორშაბათ დღეს, როდესაც „გრანტების“ კანონში დაინიცირებული „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ მომზადებული ცვლილებები გავიდა ბიუროს სხდომაზე, იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი აფინანსებდა ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ლამაზი სახელით შეფუთულს, რომლებსაც იდეაში გარემოზე უნდა ეზრუნა, მაგრამ რეალურად განსხვავებული აზრის ჩახშობისკენ იყო მიმართული ეს თანხები,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, განაცხადა.
გორდულაძის თქმით, საქართველოშიც უნდა არსებობდეს საკანონმდებლო სივრცეში ისეთი რეგულაციები, რომ ლამაზი სახელით შეფუთული გრანტები არ მოხმარდეს ქვეყანაში სისხლიანი რევოლუციის მოწყობის მცდელობებს.
„ამავდროულად, ვრცელდება ბოლო დღეების განმავლობაში ინფორმაციები, რომ დაახლოებით შვიდი მილიარდი ევრო არის დახარჯული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში და კაცმა არ იცის რეალურად რას მოხმარდა ეს ყველაფერი, კიდევ დამატებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს ევრო ბიუროკრატების მიერ გაცემული თანხები სად წავიდა, რომელ ორგანიზაციებს მოხმარდა და ამ ორგანიზაციებმა რა მავნებლობები ჩაიდინეს, სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენს ქვეყანაშიც უნდა არსებობდეს საკანონმდებლო სივრცეში ისეთი რეგულაციები, რომ ლამაზი სახელით შეფუთული გრანტები არ მოხმარდეს ჩვენს ქვეყანაში სისხლიანი რევოლუციის მოწყობის მცდელობებს და ასეთი ტრენინგების ჩატარებას, რომელიც არაერთი ნახა ქართველმა ხალხმა,“-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.