გია აბაშიძე: წითელარმიელთა ნაცნაშიერების ეს პროვოკაციაც ჩავარდა – სურდათ დაპირისპირება 9 აპრილის მემორიალთან, თუმცა, მთავრობა და მხედრობა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს სამებაში დაესწრო
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე 9 აპრილის მემორიალთან რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ხელისუფლებასთან მათი დაპირისპირების მცდელობა ჩავარდა.
აბაშიძის განცხადებით, საქართველო არასდროს გახდება გარე ძალების მზაკვრული მიზნების აღსრულების პოლიგონი, რომ მორიგი სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს.
“წითელარმიელთა ნაც ნაშიერების ეს პროვოკაციაც ჩავარდა – სურდათ ხელისუფლებასთან დაპირისპირება 9 აპრილის მემორიალთან, თუმცა მთავრობა და მხედრობა სამებაში დაღუპულ მამულიშვილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
საქართველო არასდროს გახდება გარე სხვადასხვა ძალების მზაკვრული მიზნების აღსრულების პოლიგონი, რომ აქ მორიგი სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს.
რაც შეეხება პარლამენტთან მყოფ ნაც ოკუპანტებს, ისინი ისე არიან პატრიოტები, როგორც მათი “სულიერი მამა”, სერგო ორჯონიკიძე იყო მამულიშვილი”, – წერს გია აბაშიძე.