ლევან მახაშვილი: 9 აპრილი ყველას ეკუთვნის და მემორიალთანაც მოიძებნება ადგილი ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა

„რამე თუ არის ძვირფასი და ღირებული ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, ეს არის დღევანდელი დღე, 9 აპრილი, ტრაგიკული მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როცა უცხო ძალამ, მაშინდელმა საბჭოთა კავშირმა, რუსეთმა ჩაახშო ის სულისკვეთება, რაც იყო ჩვენი ხალხის და საზოგადოების დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის სწრაფვის,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ არის ის, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და 9 აპრილის გმირები.

„სწორედ ამიტომ არის დასანანი ის სიძულვილის ენა, ის ექსტრემიზმი, რაც ჩვენ ვიხილეთ დღეს 9 აპრილის მემორიალთან. ეს არ არის ის, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და 9 აპრილის გმირები. ეს არ არის ის მომავალი, რა მომავალიც ჩვენს თაობას ჩვენი ქვეყნისთვის წარმოგვიდგენია. პირიქით, ჩვენი სურვილია, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენები ყველამ ერთად აღვნიშნოთ. ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველომ ეს დამოუკიდებლობა სისხლის ფასად მოიპოვა. წარსულის ამ ტრაგიკული გამოცდილების გამო, ჩვენ ერთიორად ვუფიქრდებით თითოეულ ნაბიჯს, რომ არ მოგვიწიოს ქვეყნის ამ ტრაგიკულ წარსულში დაბრუნება. გონივრულად გავიაროთ თითოეული დაძაბული თუ რთული ისტორიული პერიოდი, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც სისხლი 9 აპრილს დაღვარეს, მათი გმირული საქმე იყოს დაფასებული. ყველას აქვს უფლება, ამ გმირების წინაშე ვალი მოიხადოს და პატივი მიაგოს. ეს არის ადგილი ყველასთვის და არა, იმ გაუაზრებელი თუ უაზრო სანახაობისთვის, რაც ჩვენ ვნახეთ. ისინი ამას აცნობიერებენ თუ არა, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რეალურად რა არის მათი პრიორიტეტები და ინტერესები. უცხო ქვეყნები, ეს არის მათი მთავარი ამოსავალი წერტილი და პრიორიტეტები“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები