“ათობით მილიონი დოლარი შევიდა საქართველოში – ეს არის საგარეო ინტერვენცია. როცა ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე გამოჩნდები, ეს არის ჩარევა, როცა ოპოზიციურ პარტიებს ფინანსურად უჭერ მხარს, ეს ჩარევაა. თუ ჩვენ გვინდა რეალური პარტნიორობა, მაშინ მოგიწევთ არჩეულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების წარმოება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიას ლასლომ საქართველოზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რის უფლებასაც ზოგიერთი ევროპარლამენტარი საკუთარ თავს აძლევს, განსაკუთრებით უნგრეთთან დაკავშირებით, წარმოუდგენელია.
თქვენ ასევე მხარი დაუჭირეთ ოპოზიციის საპროტესტო აქციებს – ბევრი ევროპელი გამომსვლელი გამოცხადდა ამ საპროტესტო აქციებზე საქართველოს ქუჩებში და მერე გვეუბნებით, რომ იცავთ დემოკრატიას? ეს სამარცხვინოა.
“თქვენ უტევთ უნგრეთს – მითხარით, რა თანხა გაგზავნა უნგრეთმა საქართველოში? მე გეკითხებით თქვენ, სოციალისტებს და ლიბერალებს, გთხოვთ, თუ მართლა გჯერათ, რომ საქართველოს სჭირდება უფრო მჭიდრო კავშირები ევროპასთან, მაშინ იქნებ დაიწყოთ მოლაპარაკება იმ პარტიების ლიდერებთან, რომლებმაც მოიგეს არჩევნები. ევროკავშირი უარს ამბობს არჩევნებში გამარჯვებულებთან საუბარზე.
ათობით მილიონი დოლარი შევიდა საქართველოში – ეს არის საგარეო ინტერვენცია. როცა ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე გამოჩნდები, ეს არის ჩარევა, როცა ოპოზიციურ პარტიებს ფინანსურად უჭერ მხარს, ეს ჩარევაა. თუ ჩვენ გვინდა რეალური პარტნიორობა, მაშინ მოგიწევთ არჩეულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების წარმოება. გმადლობთ”, – განაცხადა ანდრიას ლასლომ.