“ჩვენ ვარჩიეთ, ამოვსულიყავით სამებაში, მოგვეხსენიებინა გარდაცვლილი გმირების სული; ყოველთვის შევეცდებით, სისასტიკეს, ბოროტებას, დამოუკიდებლობაზე თავდასხმას ღირსებით და ღირსეულად ვუპასუხოთ” – მდინარაძე

“ჩვენ ვარჩიეთ, ამოვსულიყავით სამებაში, მოგვეხსენიებინა გარდაცვლილი გმირების სული. ყოველთვის შევეცდებით სისასტიკეს, ბოროტებას, დამოუკიდებლობაზე თავდასხმას ღირსებით და ღირსეულად ვუპასუხოთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ბევრმა იქ მდგომმა, [9 აპრილის მემორიალთან] ძალიან კარგად იცის, რომ თავის დროზე როდიონოვი ცდილობდა რუსთაველის გამზირის ოკუპაციას და ახლა ცდილობენ, ბურჭულაძე-როდიონოვები, რომლებიც თავის თავს, თავის დროზე უწოდებდნენ რუს ბანს და დღეს ცდილობენ დამოუკიდებლობის იდეას ამ გაგებით დაესხან თავს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები