მამუკა მდინარაძე – „ფაქტ ჩეკს“: მარაზმში არიან გახლართულები და წარმოუდგენელ მანიპულაციებზე მიდიან, რომლის მიხედვითაც საკუთარ ალოგიკურ ლოგიკაში იხლართებიან

“ოღონდ გარე დაკვეთა შეასრულოს „ფაქტ ჩეკმა“ თავის პატრონებთან ერთად. ტყუილი დაარქვა იმას, რაც ისედაც ვიცოდით თურმე. თუ ისედაც ვიცით, რომ „ფაქტ ჩეკი“ არის „ნაცების“ და აგენტურული სააგენტო, ეს ხომ ისედაც ვიცოდით და ტყუილიაო გეტყვიან”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ფაქტ ჩეკის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ასეთ მარაზმში არიან გახლართულები და წარმოუდგენელ მანიპულაციებზე მიდიან, რომლის მიხედვითაც საკუთარ ალოგიკურ ლოგიკაში იხლართებიან. წარმოუდგენელია, როგორ უნდა გეშინოდეს პატრონის ან დამფინანსებლის, რომ ნებისმიერ რამეზე წახვიდე. უნდა ეთქვათ რაღაცა არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩემი განცხადება გამოდიოდა ტყუილი. ისედაც ვიცოდითო და სააკაშვილმა ცეცხლი რომ გახსნა ეს ტყუილია იმიტომ, რომ ისედაც ვიცოდითო“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები