ნინო წილოსანი: რუსეთში მომღერალი ბანი და “ნაცების” რეჟიმის ჯალათები აპროტესტებენ ადამიანების მსვლელობას 9 აპრილის მემორიალთან და ამ დღეს კიდევ ერთხელ იყენებენ იმისთვის, რომ დაპირისპირება და შუღლი ჩამოაგდონ ჩვენს საზოგადოებაში
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანმა 9 აპრილის მემორიალთან მოწყობილ პროვოკაციასთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც აქციაზე შეკრებილი მონაწილეები მოქალაქეებსაც არ აძლევენ მემორიალთან მისვლის საშუალებას.
როგორც წილოსანი აღნიშნავს, „როდესაც 9 აპრილის მემორიალთან არ აძლევენ საშუალებას ჩვეულებრივ მოქალაქეებს მივიდნენ, არ შეიძლება, ამ ადამიანებს 9 აპრილი სტკიოდეთ“.
„სახე დაკარგული და სინდის გაყიდული ადამიანები, მათ შორის, რუსეთში მომღერალი ბანი და ნაცების რეჟიმის ჯალათები აპროტესტებენ ადამიანების მსვლელობას 9 აპრილის მემორიალთან და ამ დღეს კიდევ ერთხელ იყენებენ იმისთვის, რომ დაპირისპირება და შუღლი ჩამოაგდონ ჩვენს საზოგადოებაში. მათი იქ ყოფნა და ის აგრესია, რასაც ისინი აფრქვევენ არაფრით განსხვავდება რუსული ტანკებისგან, რომელმაც 9 აპრილის უმძიმეს დღეს გადაუარეს ქართველებს. სწორედ ეს ადამიანები, ვინც დღეს ამ უმსგავსობას ჩადიან, თავიანთი ბოროტებით და მავნებლური მიზნებით ფეხქვეშ თელავენ ამ ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყნის საზოგადოებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.