“იოტისოდენა საბაბსაც კი არ მივცემთ არავის, რომ ჩვენი ქვეყანა ქართველ ხალხთა შორის დაპირისპირების პოლიგონად გადააქციოს” – გორდულაძე

“ეს არის კატასტროფული მოცემულობა, როცა ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ გარედან მიღებული დავალების შესაბამისად პროვოკაციები მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში, რასაც არ დავუშვებთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

ამით ის 9 აპრილის მემორიალთან მომხდარ რამდენიმე დაპირისპირებას ეხმაურება.

“იოტისოდენა საბაბსაც კი არ მივცემთ არავის, რომ ჩვენი ქვეყანა ქართველ ხალხთა შორის დაპირისპირების პოლიგონად გადააქციოს, წარმოუდგენელია ასეთი რამ.

ადამიანებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ დაფიქრდნენ რა დავალებას ასრულებენ, დაფიქრდნენ ვის წისქვილზე ასხამენ წყალს და დაფიქრდნენ თუ რას და რა სიმბოლოებს იყენებენ საკუთარი მერკანტილური მიზნების მისაღწევად”, – აცხადებს გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები