სამშაბათს ღამით, აშშ-ის საჰაერო თავდასხმის ძალებმა იემენის წითელი ზღვის საპორტო ქალაქ ჰოდეიდას მიმდებარე ტერიტორიას დაარტყეს, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ მცირე, რვა ადამიანი,- ამის შესახებ ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტი” მეამბოხეები აცხადებენ.
მათივე ცნობით, საერთო ჯამში იემენის წინააღმდეგ 22 თავდასხმა განხორციელდა და შემთხვევის შედეგად 16 პირი დაშავდა.
“ჰუსიტების” მიერ გამოქვეყნებული მსხვერპლის მონაცემების მიხედვით, აშშ-ის საჰაერო თავდასხმების ინტენსიურმა კამპანიამ, ჯამში, სულ მცირე, 81 ადამიანი იმსხვერპლა.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ თავდასხმები არ შეჩერდება. თეთრი სახლის განცხადებით, ამ დროისთვის 200-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა.