“ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ისრაელში და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე, უკრაინაში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზე ვისაუბრეთ” – შალვა პაპუაშვილი

“ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის – ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოჰანასთან შეხვედრაზე ისრაელში და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე, უკრაინაში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზე ვისაუბრეთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეხვედრაზე  ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის ხელისუფლებებს შორის ღირებულებით და ინტერესთა თანხვედრასა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის საკითხებს.

“აღინიშნა, რომ დადებითად ვითარდება საპარლამენტო თანამშრომლობა. გამოვხატეთ საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერების მზაობა. შევთანხმდით დელეგაციების გაცვლაზე საპარლამენტო თანამშრომლობის სხვადასხვა დონეზე.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მეგობრულ ურთიერთობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომლებიც ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ისტორიულად მჭიდრო კავშირებს ეფუძნება”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები