შალვა პაპუაშვილი – ანრი ოხანაშვილი თავის გამორჩეულ პატრიოტიზმთან ერთად არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი

„ანრი ოხანაშვილი თავის გამორჩეულ პატრიოტიზმთან ერთად არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი, რომელმაც წლების განმავლობაში, საპარლამენტო საქმიანობის დროს, დაამტკიცა აბსოლუტური უზადობა მისი იურიდიული ცოდნისა, კვალიფიკაციისა,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ანრი ოხანაშვილის პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი არის ის თვისებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ისეთი სტრუქტურისთვის, როგორიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია.

„მე მინდა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოვთქვა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მთავრობის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად წარდგენილი იყო ანრი ოხანაშვილი. რა თქმა უნდა, პარლამენტი მისთვის მშობლიური კერა არის, თქვენთვისაც ის ნაცნობი ადამიანი არის. ის თავის გამორჩეულ პატრიოტიზმთან ერთად არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი, რომელმაც წლების განმავლობაში საპარლამენტო საქმიანობის დროს, დაამტკიცა აბსოლუტური უზადობა მისი იურიდიული ცოდნისა, კვალიფიკაციისა, საკანონმდებლო საქმიანობის მხრივ გამართული საქმიანობისა ისევე, როგორც თავად იურიდიული საქმეთა კომიტეტი მისი ხელმძღვანელობის დროს იყო გამორჩეული კომიტეტი თავისი პროფესიონალიზმიდან და დატვირთვიდან გამომდინარე. ამიტომ, სწორედ ეს თვისებები – მისი პატრიოტიზმი და მისი პროფესიონალიზმი არის ის თვისებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ისეთი სტრუქტურისთვის, როგორიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია.

დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომელი განსაკუთრებულად იქნება ამ მხრივ მოწადინებული, რომ ბატონი ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით, კვლავ იყვნენ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები