ლევან მაჭავარიანი: ანრი ოხანაშვილი არის უმაღლესი დონის პროფესიონალი და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ წარმატებით გაუძღვება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს
„ანრი ოხანაშვილი არის უმაღლესი დონის პროფესიონალი და ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ იგი ისეთივე წარმატებით გაუძღვება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს, როგორც ამას უძღვებოდა გრიგოლ ლილუაშვილი,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„ანრი ოხანაშვილის პოზიციას დაიკავებს, პაატა სალია. მას დიდი წარდგენა არ სჭირდება, ის არის ერთ-ერთი წარმატებული და ცნობილი იურისტი, ადვოკატი საქართველოში. არის ჩვენი კოლეგა დეპუტატი, რომელიც ასევე ძალიან წარმატებული იუსტიციის მინისტრი იქნება“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. საკადრო ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.