აშშ-მა 300-ზე მეტ უცხოელს სტუდენტური ვიზა პროპალესტინური აქტივიზმის გამო გაუუქმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გააუქმა 300 ან მეტი სტუდენტური ვიზა, რადგან ისინი პალესტინის მხარდამჭერ აქტივიზმში იყვნენ ჩართულნი.

“ამ ეტაპზე, შესაძლოა, გაუქმებული იყოს 300-ზე მეტი სტუდენტური ვიზა. ჩვენ ამას ყოველდღე ვაკეთებთ, ყოველი ასეთი გიჟის აღმოჩენისთანავე. სტუდენტებს ვიზა ეძლევათ მხოლოდ განათლების მისაღებად და არა სოციალური აქტივიზმისთვის, რომელიც ანგრევს უნივერსიტეტის კამპუსებს. თუ თქვენ მოტყუებით მიიღებთ ვიზას, ხოლო შემდეგ ჩაერთვებით ასეთი სახის ქმედებებში, ჩვენ მას გავაუქმებთ“, – აღნიშნა რუბიომ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თებერვალში ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც, უცხოელი სტუდენტები, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ აქტივიზმში იქნებიან ჩართულნი, ამერიკული ვიზა გაუუქმდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები