სტამბოლის მერის მოვალეობის შემსრულებლად ოპოზიციონერი ნური ასლანი აირჩიეს
სტამბოლის მუნიციპალიტეტის საბჭომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ნური ასლანი სტამბოლის მერის მოვალეობის შემსრულებლად აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წევრმა და მერის მოქმედმა მოადგილემ ნური ასლანმა 177 ხმით გაიმარჯვა. მისმა კონკურენტმა, ზეინელ აბიდინ ოკულმა მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან (AKP) 125 ხმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ 19 მარტს კორუფციის ბრალდებით დააკავეს. იმამოღლუს დაკავებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.