თორნიკე ჭეიშვილი – 2008 წლის ომის თემაზე გამოკითხვებზე: ვნახეთ რიტორიკა, რომელიც წარმოაჩენს, რომ მაშინ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს, სამწუხაროდ, ჩალის ფასი ჰქონდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი მედიასთან პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გასული კვირის მუშაობას აფასებს.

„უკვე სისტემურად დასტურდება ის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომელიც მათ მთელი იმ წლების განმავლობაში, რომელიც უკავშირდება „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს და შემდგომაც, განახორციელეს ისევ და ისევ საქართველოს წინააღმდეგ. კონკრეტულად ის თემები, რომელიც იყო მიმოხილული გასული კვირის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ რიტორიკა და ნარატივი, რომელიც წარმოაჩენს, რომ მაშინ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს სამწუხაროდ ჩალის ფასი ჰქონდა და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის ცდილობდნენ ამ ომის გამოყენებას“, – აღნიშნავს  ჭეიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში საქმიანობას განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები