სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მუშაობენ 22 მარტს უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის ტაძარში წყლის ინფლიტრაციის შედეგების აღმოსაფხვრელად.
ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
“ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით აიგო ხარაჩო, გაკეთდა ბაქანი, რომელიც სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ გაწმენდითი სამუშაოები. ბიოციდის ხსნარით მუშავდება ლორფინები და საბურველი, რის შემდეგაც საბურველი ლიქენებისგანაც გაიწმინდება”, – წერია ინფორმაციაში.