უკრაინის გენშტაბი: ფრონტის ხაზზე დილიდან 116 შეტაკება მოხდა, ბრძოლა მძვინვარებს შვიდ სექტორში
დღის დასაწყისიდან უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის 116 საბრძოლო მოქმედება განხორციელდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს.
მათივე ცნობით, ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება ფრონტის ხაზის შვიდ სექტორში, საიდანაც მტრის თავდასხმების ყველაზე მეტ რაოდენობას პოკროვსკი განიცდის.
„დღის დასაწყისიდან ფრონტის მთელ ხაზზე განხორციელებულმა საბრძოლო მოქმედებების საერთო რაოდენობამ 116-ს მიაღწია“, – ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები სუმისა და ხარკოვის ოლქებში დასახლებულ პუნქტებზე შეტევას აგრძელებენ.
„მტერმა საარტილერიო დაბომბვა განახორციელა ოლექსანდრივკაზე, მიროპილსკეზე, კლინოვა ნოვოსელივკაზე, პოკროვკაზე, პოროზოკზე, ბილა ბერეზაზე, შალიჰინეზე, მალუშინზე, პეტრუშივკასა და ნოვოვასილივკაზე.
დასახლებები, მათ შორის უჰროიდი, მიროპილსკე, კრასნოპილია, პეტრუშივკა და პროხოდი, რუსული ავიაციის სამიზნე იყო“, – აღნიშნულია განცხადებაში.