“როდესაც ჩვენი მოქალაქეები ჩამოდიან, მეუბნებიან, რა კარგია! როგორ ვუყვარვართ საქართველოში! როგორ თბილად გვხვდებიან და მე ძალიან მსიამოვნებს თანამოქალაქეებისგან ამის მოსმენა”, – ამის შესახებ, ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მალიკ მურზალინიმ ისაუბრა.
„ყაზახებისთვის საქართველოში ტურისტული ვიზიტები ყოველთვის დიდი მოვლენაა. მე აბსოლუტურად დაზუსტებით ვიცი, რომ ყაზახებს ძალიან უყვართ, აინტერესებთ საქართველო. უყვართ მისი ძველი ისტორია, კულტურა, მუსიკა და ეს ყველაფერი ჯამში გვაძლევს იმას, რომ ყაზახეთი გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი ტურისტების რაოდენობით, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში – ისევ და ისევ ქართული სტატისტიკით, მე-6 ადგილზე ვიმყოფებით ტურისტების რაოდენობით – ყაზახები, რომლებიც ჩამოდიან თქვენს ბრწყინვალე ქვეყანაში. გასულ წელს 180 ათასი ჩემი ქვეყნის მოქალაქე ჩამოვიდა. მათ დაისვენეს საქართველოში.
ასევე, შარშან ყაზახებმა საქართველოში დახარჯეს დაახლოებით, 700 მლნ დოლარი. რა მოგებაც საქართველომ მიიღო ტურისტებისგან, დაახლოებით, 15% ყაზახეთის წილზე მოდის. ყოველი მე-7 დოლარი ეს გახლავთ ყაზახური დოლარი, ეს გახლავთ ყაზახეთიდან ჩამოსული ტურისტების დოლარი.
ჩვენ მუდამ ვიმყოფებით კავშირზე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან და ეს არის ასევე მათი ინფორმაცია, ძალზე საინტერესო – თითოეული ყაზახი ტურისტი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, ექვსი ღამის გატარებისას, დაახლოებით 10 ათას ლარს ტოვებს. მაღალი ხარისხის ტურისტები გვყავს – ამ თვალსაზრისით ჩვენ ნომერ პირველი ვართ. შემდეგი ქვეყანა, ორჯერ ნაკლებს ტოვებს საქართველოში.
მე ვიცი, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მუშაობენ ტურიზმის სფეროში, სასტუმროებში, რესტორნებში, ძალიან კეთილგანწყობილი არიან ყველა ტურისტის მიმართ, მაგრამ როდესაც ჩვენი მოქალაქეები ჩამოდიან, მეუბნებიან, რა კარგია! როგორ ვუყვარვართ საქართველოში! როგორ თბილად გვხვდებიან და მე ძალიან მსიამოვნებს თანამოქალაქეებისგან ამის მოსმენა“, – აღნიშნა ელჩმა.