ლევან მგალობლიშვილი: აფხაზეთის მთავრობის აპარატში ამოქმედდა ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეები ყველა საჭირო კითხვაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ

დევნილების წინაშე არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, აფხაზეთის მთავრობის აპარატში ამოქმედდა ცხელი ხაზი – 143, სადაც მოქალაქეები ყველა საჭირო კითხვაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე.

ლევან მგალობლიშვილის თქმით, დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების სრული იდენტიფიცირება მოხდება და აფხაზეთის მთავრობა მათზე დროულ რეაგირებას მოახდენს.

„მომავალი წლიდან ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ დროებით დევნილ საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაციას. მოხდება პრობლემების იდენტიფიცირება და მათი ოპერატიულად მოგვარება“, – აღნიშნა ლევან მგალობლიშვილმა.

აფხაზეთის მთავრობის ცხელ ხაზთან დაკავშირება მოქალაქეებს შეეძლებათ ნომერზე – 143.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები