“ეუთო/ოდირის დასკვნა ერთი მხრივ პოზიტიურია და ის ნაწილებია, რაც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც უკვე დავთანხმდით” – ვოლსკი

“ეუთო/ოდირის დასკვნა ერთი მხრივ პოზიტიურია და ის ნაწილებია, რაც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც უკვე დავთანხმდით – ინტენსიური განხილვა იქნება ეუთო/ოდირისა და საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს შორის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის განმარტებით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს.

„არის საკითხები, რასაც შეიძლება, დავეთანხმოთ და რასაც ვერ დავეთანხმებით. თუმცა, შედეგებს კონსულტაციები გვაჩვენებს, რაზეც ეუთო/ოდირმა უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. რას ვერ დავეთანხმებით? ვერ დავეთანხმებით იმას, რომ ცესკო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2/3-ის პოზიციაზე უნდა იყოს დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, ისეთი სიტუაცია იქნება, როცა შეიძლება, გადაწყვეტილება საერთოდ ვერ მიიღო და ვერც ცესკო-ს შემადგენლობა, თუ ამას პოლიტიკურად ანგაჟირებული ოპოზიცია არ დაეთანხმება და ისევ საბოტაჟის რეჟიმში იქნება, რაც მათთვის ჩვეულებრივი მახასიათებელია. რაც შეეხება ნდობას, რასაკვირველია, ნდობის დეფიციტი გაჩნდა, მაგრამ ეს დეფიციტი ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია რაღაც პოლიტიკური ინტერესით და არა რეალური ვითარებით. რეალური ვითარება აბსოლუტურად სხვა არის, საქართველო ევროპული ქვეყანაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები