ბიზნესმენი ბექა ბექაია: გარკვეული სექტორები დღესაც არიან პრობლემის ქვეშ, მთავარია მოხდეს დეესკალაცია, დეპოლარიზაცია

მთავარია მოხდეს დეესკალაცია, დეპოლარიზაცია, ვინაიდან შეუძლებელია ასე ცხოვრება, – განუცხადა ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ბექა ბექაიამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე.

„გარკვეული სექტორები დღესაც არიან პრობლემის ქვეშ. ტურიზმი აღარ ჩამოდის, სტუმარმასპინძლობის სექტორი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და პერსპექტივა არ ჩანს. მთავარია მოხდეს დეესკალაცია, დეპოლარიზაცია, ვინაიდან შეუძლებელია ასე ცხოვრება“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, შეიძლება ამის ერთ-ერთი გამოსავალი იყოს არჩევნები. „დაველოდოთ რას იტყვის პრემიერი“, – განაცხადა ბექა ბექაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები