თურქულმა ტანკერმა ჰორმუზის სრუტე გადაკვეთა
ირანმა თურქული კომპანიის მიერ მართულ კიდევ ერთ გემს ჰორმუზის სრუტის გავლის ნებართვა მისცა.
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის, აბდულკადირ ურალოღლუს განცხადებით, სპარსეთის ყურეში თურქეთთან დაკავშირებული რვა კომერციული გემი რჩება.
„საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, თურქულმა გემმა „Ocean Thunder“, რომელიც ერაყში დატვირთული ნავთობით მალაიზიაში მიემართებოდა, გუშინ ღამით უსაფრთხოდ გაიარა ჰორმუზის სრუტე და დაასრულა სპარსეთის ყურიდან გასვლა“, – აცხადებს ის.
ურალოღლუს თქმით, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, სპარსეთის ყურეში მოლოდინის რეჟიმში მყოფი თურქული კომპანიების კუთვნილი 12 გემიდან ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოდ გავლა სამმა შეძლო.
„ჩვენ ვცდილობთ, ყველა ღონეს მივმართოთ ჩვენი გემებისა და რეგიონის დატოვების მსურველი ეკიპაჟის 156 წევრის უსაფრთხო გამგზავრების უზრუნველსაყოფად“, – დასძინა მინისტრმა.