რუსი ოკუპანტების იერიშს, ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში 5 ადამიანი ემსხვერპლა

ზაპოროჟიეს, დონეცკის, სუმისა და ხარკოვის ოლქებში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.

ზაპოროჟიეს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ დღეში რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის 20 დასახლებულ პუნქტზე 591 დარტყმა განახორციელეს.

გავრცელებული ცნობით, დაბომბვის შედეგად, მიღებული იქნა 57 შეტყობინება კერძო სახლების, ბინების, მანქანების, დამხმარე შენობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანების შესახებ.

როგორც UNIAN-ი იტყობინება, 31 აგვისტოს, რუსეთმა ოდესის ოლქში, ჩერნომორსკზე მასშტაბური შეტევა დაიწყო. საერთო ჯამში, ოკუპანტებმა ჩერნომორსკში რეკორდული რაოდენობის თავდასხმის დრონები გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები