“არ მგონია, რუსეთი დათანხმდეს ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტას იმ პირობით, რომ აშშ გააგრძელებს სამხედრო დახმარებას” – ამირან სალუქვაძე

“არ მგონია, რუსეთი დათანხმდეს ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტას იმ პირობით, რომ აშშ გააგრძელებს სამხედრო დახმარებას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის განმარტავს, რუსეთს ექნება დაახლოებით ასეთი ტიპის მოთხოვნები: უკრაინის ჯარის უკან დახევა, სამხედრო დახმარების შეწყვეტა და ა.შ.

“საპასუხოდ უკრაინა იტყვის, რუსეთს მშვიდობა არ უნდაო. მერე ტრამპი რუსეთს დაემუქრება სანქციებით…

უბრალოდ ვარაუდებია…

რომც დათანხმდეს რუსეთი, ვინ გააკონტროლებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას? ვინ დაადგენს – რომელმა მხარემ დაარღვია შეთანხმება.

საუდის არაბეთში “მიღწეული” შეთანხმება უფრო ტრამპი – პუტინის შეხვედრისთვის ფონის მომზადებაა.

აბა, დაველოდოთ ლავროვის და პესკოვის განცხადებას”, – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები