საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი არა?
დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, ეს არის მათი პასუხი იმაზე რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო.
მას შემდეგ რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის.
ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული.
ვერ დაგვაშინებენ!
ძალა ერთობაშია!”,- წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე კორუფციული დანაშაულისთვის მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას სასჯელის სახით ჯარიმა 300 000 ლარის ოდენობით განესაზღვრა.