“საქართველოში ყოველი მეორე ოპო ან ენჯეო კრეტინის ღრმა რწმენით, ტრამპი სულელია, კალკულატორზე ანგარიშის გარდა არაფერი არ აინტერესებს; ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა დაფინანსება ესაჭიროება ეროვნულ ფსიქიატრიას?” – ჩიხელიძე

ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის აღნიშნავს, პოლიტიკაში მსოფლიოში ყველაზე რთული საქმე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მოგებაა.

“პოლიტიკაში მსოფლიოში ყველაზე რთული საქმე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მოგებაა.
ამ ქვეყნის პოლიტიკური წრეების რესურსების, ისტორიის, გამოცდილების, მასშტაბების გათვალისწინებით კი, თითქმის შეუძლებელი ამოცანაა არასისტემური კანდიდატისთვის.
მართალია, დონალდ ტრამპი მსხვილ ბიზნესში იყო, თუმცა, პოლიტიკური სისტემისთვის იგი არავინ იყო, განსხვავებით მაგალითად, კლინტონების ოჯახის წარმომადგენლისგან.
ამ პირობებში ადამიანმა ორჯერ მოუგო არჩევნები, ოპონენტებს რესპუბლიკური პარტიის გარეთ და მანამდე კი ოპონენტებს საკუთარ პარტიაში. ამ გამარჯვებების მასშტაბები რომ წარმოიდგინო, მინიმუმ თენგოს ან ნანუკა ჟორჟოლიანის პოტენციალია აუცილებელი.
მაგრამ საქართველოში ყოველი მეორე ოპო ან ენჯეო კრეტინის ღრმა რწმენით, ტრამპი სულელია, კალკულატორზე ანგარიშის გარდა არაფერი აინტერესებს და შეიძლება, კაკეპეს აგენტიც ქე იყოს.

ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა დაფინანსება ესაჭიროება ეროვნულ ფსიქიატრიას?
რაო, რას ამბობს ის მათხუარი რეიგანიო?”, – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები