“სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია – მას ლიდერის თვისებები და უნარ-ჩვევები არ გააჩნია” – მაჭავარიანი
“სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია – მას ლიდერის თვისებები და უნარ-ჩვევები არ გააჩნია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია. მას ლიდერის თვისებები და უნარ-ჩვევები არ გააჩნია – არის „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ქალბატონი იქით მხარეს გადავიდა – ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვატყობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური აქტივისტია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.