ოზურგეთის, მახინჯაურის და სამტრედიის სასწრაფო და სამაშველო დახმარების ბრიგადები სტიქიის ზონაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ

ოზურგეთის, მახინჯაურის და სამტრედიის სასწრაფო და სამაშველო დახმარების ბრიგადები სტიქიის ზონაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

ცნობისთვის, დიდთოვლობამ საქართველოში პრობლემები შექმნა. დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანების საფუძველზე ჩაერთო. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები