ზესტაფონის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.
“გზების გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე ეცნობოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი – ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი – ვასილ გველესიანი, მოადგილე გიორგი ჯუღელი, საკრებულოს თავმჯდომარე – ვახტანგ ღამბაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალურ ტექნიკასთან ერთად კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები აწარმოებენ. ტექნიკა მობილიზებულია, როგორც ქალაქის, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში ცენტრალური გზების გასაწმენდად”,- წერია ინფორმაციაში.