ნიკოლოზ მეტრეველი: ყველაზე დიდი ცინიზმი და უტიფრობაა, რომ ხვალინდელ  მიტინგს სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში, ქალი, რომლის წინაპრებიც პირველივე გემით ლაჩრულად გაიქცნენ ქვეყნიდან

ყველაზე დიდი ცინიზმი და უტიფრობაა, რომ ხვალინდელ  მიტინგს სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მეტრეველი აღნიშნავს, სწორედ ზურაბიშვილის წინაპრები გაიქცნენ პირველივე გემით საქართველოდან და ახალგაზრდები მტერს შეატოვეს.

მისივე განცხადებით, რუსეთთან ომის შემთხვევაში, ზურაბიშვილიც წინაპრების მსგავსად მოიქცეოდა.

„ყველაზე დიდი ცინიზმი და უტიფრობაა, რომ ხვალინდელ მიტინგს სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში, ქალი, რომლის წინაპრებიც პირველივე გემით ლაჩრულად გაიქცნენ ქვეყნიდან და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები მტერს შეატოვეს.

ადრეც ვთქვი და გავიმეორებ: დღეს, მართლა ომი რომ მომხდარიყო რუსებთან, სალომე ზურაბიშვილი პირველი გაიქცეოდა, ზუსტად ისე, როგორც მისი წინაპრები გაიქცნენ.

#კლიშეებიუნდადაინგრეს“, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები