ზაალ ანჯაფარიძე: ალასანიას მიერ დაწყებული მოძრაობები პოლიტიკაში დასაბრუნებლად, ვფიქრობ, ჩანასახშივე განწირულია; ის ვერც მეფე იქნება და ვერც ლაზიერი, „მხედრად“ ან „ეტლად“ შეიძლება, გამოდგეს

“როდესაც წლების წინ ირაკლი ალასანია აქტიურ პოლიტიკაში შემოვიდა თუ შემოიყვანეს, მისმა პირველივე საჯარო გამოსვლებმა დამარწმუნა, რომ მას აკლდა ლიდერობის ის „მარილი,“ რომლის გარეშე პოლიტიკაში წარმატებას ვერ მიაღწევ. ასეც მოხდა”, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ალასანიას მიერ დაწყებული მოძრაობები პოლიტიკაში დასაბრუნებლად, ჩანასახშივე განწირულია, რადგან ის ვერც მეფე იქნება და ვერც ლაზიერი.

„როდესაც წლების წინ ირაკლი ალასანია აქტიურ პოლიტიკაში შემოვიდა თუ შემოიყვანეს, მისმა პირველივე საჯარო გამოსვლებმა დამარწმუნა, რომ მას აკლდა ლიდერობის ის „მარილი,“ რომლის გარეშე პოლიტიკაში წარმატებას ვერ მიაღწევ. ასეც მოხდა.

თუ არ ვცდები 2010 წელი იყო, ალასანია თბილისის მერობის კანდიდატი, მის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიციური პარტიების „რვიანი,“ დამირეკეს ალასანიას შტაბიდან და მთხოვეს მივსულიყავი მოქალაქეებთან მის შეხვედრაზე, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში შედგა.

აუდიტორიის წინაშე ალასანიას გამოსვლა ჩემთვის იყო კიდევ ერთი დადასტურება, რომ მისგან ლიდერი ვერ დადგებოდა.

მას აშკარად უჭირდა იქ შეკრებილებთან ისეთი კომუნიკაცია, რომელიც ხალხს რომ იტყვიან „აანთებდა.“ ალასანია ჭირის ოფლში იწურებოდა და ხელსახოცით ხშირად იწმენდდა შუბლზე მოხეთქილ ოფლს. როგორც წესი, ასე ემართებათ ხოლმე მათ, ვინც ეფექტური საჯარო გამოსვლის ხელოვნებას არ ფლობს, ძალად ცდილობს თავი ლიდერად მოაჩვენოს, თუმცა გულში ხვდება რომ ვერასოდეს ილიდერებს.

ალასანიას მიერ დაწყებული მოძრაობები პოლიტიკაში დასაბრუნებლად, ვფიქრობ ჩანასახშივე განწირულია. ის ვერც მეფე იქნება და ვერც ლაზიერი. „მხედრად“ ან „ეტლად“ შეიძლება გამოდგეს“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები