ერეკლე დეისაძე – გონჩარენკოს პოსტზე, სადაც „ცხინვალსა და სოხუმში გასეირნებაზე” წერს: ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მაინტერესებს, ამ პოსტის ქვემოთ რეაქციებს და კომენტარებს რომ კითხულობთ, დღევანდელი პრიზმიდან, რამე ისწავლეთ?
მწერალი და მომღერალი, ერეკლე დეისაძე უკრაინის რადას დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს 2022 წლის პოსტს, სადაც ის „ცხინვალსა და სოხუმში გასეირნებაზე” წერს, სოციალურ ქსელში აზიარებს.
„ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მაინტერესებს, ამ პოსტის ქვემოთ რეაქციებს და კომენტარებს რომ კითხულობთ დღევანდელი პრიზმიდან, რამე ისწავლეთ? მიხვდით რამეს თუ კიდე უსაშველო გვჭირს.
მეორე საკითხია ომისგან ტრავმირებული მოსახლეობის შიშებს მთავრობა როგორ ანოყიერებს და თქვენ როგორ უწყობთ ამაში ხელს სხვა პრობლემების გადასაფარად, მაგრამ რამე ისწავლეთ? მაგალითად გუშინ ამ ჟელიბონმა დიქტატორი ეძახა თქვენს გმირს და შემდეგი ჩართვა როდის უწევს რუსთაველის დიდ ეკრანზე?
P.s. აქვე ყველას დედას შ@@@@ი ვინც სხვას მოუწოდებს ომში თავგანწირვისკენ და თვითონ ფრონტის ხაზზე არ იმყოფება. ვისაც სხვა ქართველების სისხლით უნდა პირადი კეთილდღეობა და თავისუფლება“, – წერს ერეკლე დეისაძე.