ჩიხელიძე – ზელენსკიზე: აშშ-ის პოზიციის გასაჯაროების მომენტიდან დაიწყო სტატიები მის დიქტატორულ მიდრეკილებებზე, კორუფციაზე მის ადმინისტრაციაში და ადამიანების უაზრო სიკვდილზე

ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, გუშინდელი დღიდან, ზელენსკის “დიქტატორულ მიდრეკილებებზე” სტატიები გამოჩნდა.

“გადახედეთ ევროპულ პრესას – ჯერ კიდევ გუშინ ზელენსკის ყველა უპირობოდ მოიხსენიებდა როგორც გმირს და დემოკრატიის დამცველს.   აშშ-ის პოზიციის გასაჯაროების მომენტიდან უკვე დაიწყო სტატიები მის დიქტატორულ მიდრეკილებებზე, კორუფციაზე მის ადმინისტრაციაში და ადამიანების უაზრო სიკვდილზე.

ასე მუშაობს “დამოუკიდებელი” მედია თავისუფალ სამყაროში, ევროკრეტინებო.

ორუელი ზღაპრებზე წერდა. თქვენი აზრით, ან საბჭოთა კავშირზე?”, – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები