ზურაბ ქადაგიძე: ევროპელებმა კარგად იციან, რომ შტატების გარეშე, მათი ძლევამოსილება ქვიშაზე ნაშენებ სახლს ჰგავს, ამიტომაც, ეგზისტენციალური საკითხია მათთვის, ტრამპთან გამონახონ საერთო ინტერესები მიუხედავად იმისა, რომ შტატების პრაგმატული პოლიტიკა, ბრიუსელის აბსტრაქტულ რეალობას აბსოლუტურად ასცდა

“თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მაშინ მუჰამედს მოუწევს მივიდეს მთასთან… ევროპელებმა ძალიან კარგად იციან, რომ შტატების გარეშე, მათი ძლევამოსილება ქვიშაზე ნაშენებ სახლს ჰგავს”, – ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი, მომავალ კვირას ვაშინგტონში დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავენ.

როგორც ქადაგიძე აცხადებს, ევროპისთვის ეგზისტენციალური საკითხია ტრამპთან ფორმალურად მაინც გამონახონ საერთო ინტერესები მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ასცდა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პრაგმატული პოლიტიკა, ბრიუსელის აბსტრაქტულ რეალობას. მისი თქმით, ტრამპმა მხოლოდ ერთი ვარიანტი შესთავაზა ევროპულ ოფიციოზს, რაც გულისხმობს ან მის პოლიტიკაზე დათანხმებას, ამ გადაუჭრელი პრობლემების ამარა, ევროპის მარტო დატოვებას.

“თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მაშინ მუჰამედს მოუწევს მივიდეს მთასთან… ევროპელებმა ძალიან კარგად იციან, რომ შტატების გარეშე, მათი ძლევამოსილება ქვიშაზე ნაშენებ სახლს ჰგავს. ამიტომაც, ეგზისტენციალური საკითხია მათთვის ტრამპთან ფორმალურად მაინც გამონახონ საერთო ინტერესები მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ასცდა შტატების ახალი ადმინისტრაციის პრაგმატული პოლიტიკა, ბრიუსელის აბსტრაქტულ რეალობას. ტრამპმა მხოლოდ ერთი ვარიანტი შესთავაზა ევროპულ ოფიციოზს – ან ჩემთან ერთად ხართ და სრულად გაატარებთ ჩემს პოლიტიკას, ან არა და დაგტოვებთ მარტო, გადაუჭრელი პრობლემების ამარა, რომელსაც თქვენ, ვერასდროს გაუმკლავდებით! პარიზის არაოფიციალური სამიტი, სადაც ევროპელი ლიდერების შეხვედრა მოჩვენებითი ძლევამოსილების დემონსტრირება იყო, ისეთივე სასაცილოდ გამოჩნდა, როგორც შოლცის თითის ქნევა, ტრამპის მისამართით. მოკლედ, დრო ბრიუსელის წინააღმდეგ მოქმედებს – სანამ ტრამპი პუტინს შეხვდება, მანამდე კიდევ აქვთ მინიმუმ შანსი, მოლაპარაკების საკითხებში ბრიუსელის ინტერესები ოდნავ მაინც იყოს გათვალისწინებული, თუ არა და – მოუწევთ იმ რეალობის მიღება, რაზეც პუტინი და ტრამპი შეთანხმდება.” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები