ირაკლი ქადაგიშვილი: პოზიცია, რომელიც დღეს უკვე რეალურად ყალიბდება უკრაინის გარეშე, არის ამ ომის ყველაზე უფრო ცუდი დასასრული

„პოზიცია, რომელიც დღეს უკვე რეალურად ყალიბდება უკრაინის გარეშე, მაგრამ იმ უმძიმესი სურათით, რაც უკრაინაში დღეს გვაქვს, არის ყველაზე უფრო ცუდი დასასრული ამ ომისა,“- ამის შესახებ  პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, განაცხადა.

„ჩვენ თავიდანვე, როდესაც უკვე ნათელი იყო, რომ კონფრონტაცია აღწევდა იმ წერტილს, რომელიც შეიძლება გადაზრდილიყო აგრესიაში და საომარ მოქმედებებში, როგორც რეზოლუციის სახით, ასევე მრავალი პოლიტიკური განცხადების სახით, აღვნიშნეთ, რომ მხარეებს ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ ომის თავიდან ასაცილებლად. ყველა მხარე აღმოჩნდა დაინტერესებული ამ ომის გაგრძელებით. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ პოზიცია, რომელიც დღეს უკვე რეალურად ყალიბდება უკრაინის გარეშე, მაგრამ იმ უმძიმესი სურათით, რაც უკრაინაში დღეს გვაქვს, არის ყველაზე უფრო ცუდი დასასრული ამ ომისა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის განცხადებებმა დაადასტურა „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკა. შეერთებული შტატების პრეზიდენტამდე ჯერ კიდევ სამი წლის წინ, საქართველოს მმართველი გუნდის ლიდერები ამბობდნენ, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები