ნინო ფოჩხუა მაკა ბოჭორიშვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიაზე: წარმატებულ საჯარო მოხელეს, მინისტრს, რომელიც წლებია ავსებს დეკლარაციას და რომელსაც შემოსავალი დამალული არ აქვს, უნდა ძვირადღირებულ პიჯაკს ჩაიცვამს და უნდა ძვირადღირებულ ავტომანქანას იყიდის
ექსპერტი ნინო ფოჩხუა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის, ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიას ეხმიანება. ფოჩხუას თქმით, წარმატებულ საჯარო მოხელეს, მინისტრს, რომელიც წლებია ავსებს დეკლარაციას და რომელსაც შემოსავალი დამალული არ აქვს, უნდა ძვირადღირებულ პიჯაკს ჩაიცვამს და უნდა ძვირადღირებულ ავტომანქანას იყიდის.
„წარმატებულ საჯარო მოხელეს, მინისტრს, რომელიც წლებია ავსებს დეკლარაციას და რომელსაც შემოსავალი დამალული არ აქვს, უნდა ძვირადღირებულ პიჯაკს ჩაიცვამს და უნდა ძვირადღირებულ ავტომანქანას იყიდის, განსხვავებით ამ პოსტის გამზიარებლის პატრონებისგან, რომელთა შემოსავალიც შავი ფულია და რომელსაც პიროტექნიკის და მოლოტოვის კოქტეილების შეძენისთვის ხარჯავენ. და კიდევ, იქნებ ისიც გაარკვიოს პოსტის ავტორმა ჩარიცხული ფულებით, სასწრაფო წესით, რატომ ყიდულობენ ზღვის პირას სახლებს, მანქანებს და ა.შ. მათი ბოსები, როცა მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ამდენი ბავშვი შიმშილობს და ჯართს აგროვებს,“- წერს ფოჩხუა Facebook-ზე.