ლევან ნიკოლეიშვილი – სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენაზე: ამ მუხლის აღდგენა სწორედაც, რომ დროულია, მით უფრო, რომ უცხოელების მიერ შეგულიანებული და არხეინად მყოფი ქვეყნის ამრევი ჯაშუშები და მოღალატეები ჯერ კიდევ დაუსჯელად გრძნობენ თავს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენასთან დაკავშირებით.

ნიკოლეიშვილის თქმით, აღნიშნული მუხლის აღდგენა სწორედაც, რომ დროულია, მით უფრო, რომ უცხოელების მიერ შეგულიანებული და არხეინად მყოფი ქვეყნის ამრევი ჯაშუშები და მოღალატეები ჯერ კიდევ დაუსჯელად გრძნობენ თავს.

„სულ ახლახან მამუკა მდინარაძის ბრიფინგზე გაჟღერდა რამდენიმე საკანონმდებლო სიახლე, აქედან ორის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გახლდათ. გამჭვირვალობის კანონს, რომელსაც მავნებელმა ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა გამიზნულად დაარქვეს რუსული კანონი, ამჯერად ამერიკული „ფარას“ ასლი კანონი იქნება მიღებული. მედიასთან დაკავშირებით ბრიტანული კანონი იმოქმედებს, მიუხედავად იმისა რომ რადიკალებმა შეიძლება ამერიკულს და ბრიტანულ კანონებსაც კი შეიძლება რუსული უწოდონ. ერთ-ერთი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე კი გახლავთ ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსში აღდგენილი იქნება მუხლი ღალატის შესახებ, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო კოდექსიდან. ვფიქრობ, რომ ამ მუხლის აღდგენა სწორედაც, რომ დროული გახლავთ, მით უფრო, რომ უცხოელების მიერ შეგულიანებული და არხეინად მყოფი ქვეყნის ამრევი ჯაშუშები და მოღალატეები ჯერ კიდევ დაუსჯელად გრძნობენ თავს“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები