ლევან მაჭავარიანი აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობაზე: 2025 წელს მსოფლიო დღის წესრიგის ჩამოყალიბება ხდება, ამიტომ, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ფრთხილი, პრაგმატული პოლიტიკა
„2025 წელს მსოფლიო დღის წესრიგის ჩამოყალიბება ხდება, ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ფრთხილი, პრაგმატული პოლიტიკა,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ კარგად იცის რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება.
„შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ოპოზიციაში, ფაქტობრივად ლიდერი არ არის დარჩენილი, რომელსაც უშვერი სიტყვებით არ ჰყავს ბატონი ტრამპი ნალანძღი და რუსეთის აგენტი არ აქვს მისთვის დაძახებული. ამერიკის ადმინისტრაციამ ყველაფერი კარგად იცის და ის გატარებული პოლიტიკაც კარგად იცის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გაატანა.
როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, „დიფ სთეითთან“ ბრძოლა (რომელსაც ახლა ებრძვის ტრამპი) „ქართული ოცნების“ დაწყებულია და ჩვენი საზოგადოება უკვე კარგად ხვდება, თუ რა გაიარა „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა.
ახლა, ტრამპისთვის ძირითადი დასაყრდენი არის უნგრეთი, ბატონი ორბანი ჩვენი როგორი მეგობარია კარგად მოგეხსენებათ და შესაბამისად, ის რაც უნდა იცოდეს ამერიკის მოქმედმა ადმინისტრაციამ საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან დაკავშირებით, მერწმუნეთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი იციან“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.