გიორგი ცუცქირიძე: ევროკავშირის ბიუროკრატია, სულ უფრო მეტ ანალოგებს ჰპოვებს ყოფილ საბჭოთა კავშირთან
„გამართლდა გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის და ლიბერალური ინტერნაციონალის ერთ-ერთი ევროპული საყრდენის ფრიდრიხ მერფის მოლოდინი, რომ მიუნხენის სამიტი კომფრონტაციული იქნებოდა“ – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, თავის გამოსვლაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ღიად დააფიქსირა ტრამპის გუნდის პოზიცია ევროკავშირთან მიმართებით და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არა მხოლოდ გერმანიის ან საფრანგეთის დემოკრატია, არამედ მთლიანად ევროკავშირის დემოკრატია, და ბრიუსელის მართვის სტილი, როდესაც დემოკრატიის განულებაზე ისაუბრა.
„ხაზი გაუსვა რა რწმენის თავისუფლების მიუღებელ შეზღუდვებს და არჩევნებში ხელოვნურ ჩარევებს სხვა ქვეყნებთან მიმართებით. უფრო მეტიც, მან ევროკავშირის მმართველობა არა თუ “დემოკრატიისგან უკუსვლად” შეაფასა, არამედ ფაქტობრივად ავტორიტარულ რეჟიმებს შეადარა. თავის გამოსვლაში, ვენსმა გაიმეორა ტრამპის პოზიცია, რომ ამ სახის ევროკავშირი ვერ იქნება აშშ ის წამყვანი საგარეო ორიენტირი.
ევროკავშირის ბიუროკრატია, რომ სულ უფრო მეტ ანალოგებს ჰპოვებს ყოფილ საბჭოთა კავშირთან, არა მხოლოდ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნებში უხეშად ჩარევის ფაქტი, არამედ საქართველოსთან მიმართებით ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციაც გამოდგება. ამ რეზოლუციის ტექსტი შეიძლება განვიხილოთ მორიგ შეტევად არა მხოლოდ “ქართულ ოცნების” მმართველ გუნდზე, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ქართულ სახელმწიფოზე მთლიანად“ – წერს ცუცქირიძე.