დავით ჩიხელიძე: კაბელების საქმის მოსამართლე დავით ჯუღელი, რომელიც ჩაგრულის მანტიის მორგებას ცდილობს, რეალურად სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და ნაც აქტივისტია, დღეს ის, პარტიულ დავალებას ასრულებს
“კაბელების საქმის მოსამართლე დავით ჯუღელი, რომელიც ჩაგრულის მანტიის მორგებას ცდილობს, რეალურად სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და ნაც აქტივისტია, დღეს ის, პარტიულ დავალებას ასრულებს,” – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დღეს დავით ჯუღელი ობიექტურ, ჩაგრულ პირს პოზიციონირებს, რომელიც რეალურად მჩაგვრელების მხარეს დგას და სააკაშვილის ადვოკატის სტატუსით სარგებლობს, ამის შემდეგ მისი ქცევა გასაგები ხდება, რადგან მას აქვს კონკრეტული ინტერესი, სახელმწიფოს იმიჯის შელახვის ხარჯზე, საკუთარი კლიენტის ინტერესები დაიცვას.
“კაბელების საქმის მოსამართლე დავით ჯუღელი, რომელიც ჩაგრულის მანტიის მორგებას ცდილობს, რეალურად სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და ნაც აქტივისტია, დღეს ის, პარტიულ დავალებას ასრულებს!
დავით ჯუღელი, ბოლო დღეების განმავლობაში სასამართლო ხელისუფლების და მმართველი გუნდის დისკრედიტაციით არის დაკავებული, რაც რა თქმა უნდა წინასწარ წაგებული თამაშია, რადგან საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი საკმაოდ მაღალია, (ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს) დღეს დავით ჯუღელი ობიექტურ, ჩაგრულ პირს პოზიციონირებს, რომელიც რეალურად მჩაგვრელების მხარეს დგას და სააკაშვილის ადვოკატის სტატუსით სარგებლობს, ამის შემდეგ მისი ქცევა გასაგები ხდება, მას აქვს კონკრეტული ინტერესი, სახელმწიფოს იმიჯის შელახვის ხარჯზე, საკუთარი კლიენტის ინტერესები დაიცვას. გავრცელებული ინფორმაციით ბატონი ჯუღელი ასევე აქტიურად მონაწილეობს ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ღონისძიებაში(სოფო ჯაფარიძესთან ერთად) დავით ჯუღელი, ნაცების კოლექტიურ სახეს განასახიერებს, რომლისთვის ტყუილი და სხვა ადამიანების მტრობა ვალდებულებაა! როგორ შეიძლება ვენდოთ ადამიანს, რომელიც დღეს სააკაშვილს იცავს?! პარადოქსია, დავით ჯუღელი სააკაშვილს უდანაშაულოდ, ივანიშვილს კი დამნაშავედ მიიჩნევს და გვთხოვს რომ დავუჯეროთ. ამის შემდეგ მისი დაჯერება როგორ შეიძლება, ფაქტია გამრუდებულია მისი გონება,”- წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.