ის მოჰყევი, ნიკო ნიკოლაძის უკვე დაბეჭდილი კუპიურა, როგორ გადაგახია თავზე სააკაშვილმა – ზურაბ ქადაგიძე გოცირიძეს მიმართავს

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რომან გოცირიძის მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„რომან გოცირიძე, ჩვენი „კუპონა“ ტყუილებში აიჭრა:

  • ჯერ ამბობდა სებ-ს საცავი არ უვარგაო – ახლა აღმოჩნდა რომ ყველაზე დაცული საცავი აქვს…
  • სებ-მა რეზერვები გაყიდა – არ უნდა გაეყიდაო…
  • სებ-მა რეზერვები იყიდა – რატომ იყიდაო…
  • ლარის კურსი მყარდება – არ უნდა გამყარდეს ეს სებ-ის მანიპულაციააო…
  • ლარი უფასურდება – არ უნდა გაუფასურდეს ეს სებ-ის ბრალიაო…
  • სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა – არ უნდა შეემცირებინაო…
  • სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა – უნდა გაეზარდაო…

კიდევ კარგი, საბედნიეროდ, სებ-ი და სრულიად ერი რომანას ჭკუაზე არ დადის, თორემ ხომ დავიღუპებოდით?

ისევ, საკუთარი თავი გამოიძახო ჯობია შაბათ-კვირას სამსახურში და ზე-განაკვეთურები გამოიწერო, დღემდე ლეგენდები რომ დადის ეროვნულ ბანკში.

P.S. კიდევ ის მოჰყევი, ნიკო ნიკოლაძის უკვე დაბეჭდილი კუპიურა, როგორ გადაგახია თავზე სააკაშვილმა.

მოკლედ, 200-იან ბანკნოტზე ნიკოლაძე დააბეჭდვინა გოცირიძემ. (ნიკოლაძის შთამომავლობით ზურაბიშვილი ყელყელაობდა მაშინ)

ჰო და – იმ პერიოდს დაემთხვა,  სალომე ზურაბიშვილი რომ გადადგა მინისტრობიდან და ამაზე გამწარებულმა სააკაშვილმა გული რომან გოცირიძეზე იყარა – დაიბარა თავისთან და ახალი დაბეჭდილი 200 ლარიანი კუპიურა სულ „პიქსელპიქსელ“ გადააყლაპა“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები