გიორგი ცუცქირიძე: რასაც რომან გოცირიძე წარმოგვიდგენს, უკვე არის ქოსა-ტყუილას კლასიკური ნიმუში

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე რომან გოცირიძის განცხადებას ეხმიანება, რასაც ტყუილს უწოდებს. აღნიშნულს, უცვლელად გთავაზობთ:

„ტყუილს, რომ მოკლე ფეხები აქვს, არაერთხელ დადასტურებულა. მაგრამ რასაც ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი წარმოგვიდგენს, უკვე არის ქოსა-ტყუილას კლასიკური ნიმუში.

თავად განსაჯეთ, ცოტა ხნის ამტკიცებდა, რომ სებ-ს 7 ტონა შეძენილი ოქროს ზოდები ვერ ჩამოაქვს, რადგან ეროვნულის საცავი ვერ აკმაყოფილებს მისი შენახვის აუცილებელ ტენიანობის და ტემპერატურულ რეჟიმსო, და ახლა უკვე წუხს, ბიძინა ივანიშვილს თავისი ნახატები ჩამოაქვს და ნეტავ სად შეინახავს, ქართუ ბანკის საცავი შესანახად  არ გამოდგება და ერთადერთი თურმე ეროვნული ბანკის საცავები აკმაყოფილებს შენახვის ტემპერატურულ რეჟიმს, სადაც ოქროს ზოდები და ნაღდი ფული ინახებაო, ოღონდ სებ-ს ამის უფლება არა აქვსო.

ბატონი რომანი ცოტა ხნის წინ იმასაც ამტკიცებდა კომბანკებში დეპოზიტები დეკემბერში წინა თვესთან შედარებით კატასტროფულად 570 მილიონით შემცირდაო, მაშინ როდესაც სებ-ის სტატისტიკით იმავე პერიოდში არა თუ შემცირდა, არამედ პირიქით 58 მილიონით გაიზარდა!“, – წერს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები