გია აბაშიძე: „დიფ სთეითის“ გამართლების კონტექსტში, საქართველოში გერმანიის ელჩი მანიპულატორობს, ევროკავშირმა მოლდოვისთვის დახმარების პაკეტი ახლა კი არ მიიღო, არამედ მაია სანდუს წინასაარჩევნო „დასაბუსტად“
ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის იმ განცხადებას ეხმიანება, რომ „1.8 მილიარდ ევრომდე მზადდება მოლდოვისთვის 2025-2027 წლებში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად – ამ დროს საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „დიფ სთეითმა“ შესაძლოა ევროკავშირი „გაანადგუროს“.
ანალიტიკოსის თქმით, „პეტერ ფიშერი მანიპულატორობს“. მისივე თქმით, 10 ოქტომბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა მოლდოველებს მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში და გამოაცხადა, რომ ევროკავშირმა გამოყო 1,8 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო სამი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ 300 მილიონი ევრო გრანტია და 1,5 მილიარდი სესხი, რომელიც მოლდოვამ უკან უნდა დააბრუნოს.
„დიფ სთეითის“ გამართლების კონტექსტში, საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი მანიპულატორობს, ევროკავშირმა მოლდოვისთვის დახმარების პაკეტი ახლა კი არ მიიღო, არამედ მაია სანდუს წინასაარჩევნო „დასაბუსტად“ ჯერ კიდევ ოქტომბერში. 10 ოქტომბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა მოლდოველებს მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში და გამოაცხადა, რომ ევროკავშირმა გამოყო 1,8 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო სამი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ 300 მილიონი ევრო გრანტია და 1,5 მილიარდი სესხი, რომელიც მოლდოვამ უკან უნდა დააბრუნოს. ზუსტად არ ვიცი პოლიტიკური შულერობა თბილისში მის მდგმურს, პეტერ ფიშერს თაღლითმა მამუკა ხაზარაძემ ასწავლა თუ ასეთი ინსტრუქცია წარმავალი ანალენა ბერბოკის უწყების კურატორისგან მიიღო“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.