“მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრთან, აბდულა ალ ნუაიმისთან” – ანრი ოხანაშვილი

“მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრთან, აბდულა ალ ნუაიმისთან”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შედგა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების საქმიანობის სპეციფიკაზე, არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.

“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის კიბერუსაფრთხოების, სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს”, – წერს ოხანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები