ნუნუშა ვასაძე: წინასაარჩევნო პროცესების “მხარდაჭერისთვის” USAID-მა 42 მილიონამდე დოლარიდან 15 მილიონი მხოლოდ ახალგაზრდების მიმართულებით დახარჯა, დიახ, თვითორგანიზებულებს რომ უწოდებენ თავს, ამ “თვითორგანიზებულობაში” დაიხარჯა ამხელა თანხა და დღემდე იხარჯება

“გაირკვა, რომ წინასაარჩევნო პროცესების “მხარდაჭერისთვის” USAID-მა დახარჯული 42 მილიონამდე დოლარიდან, 15 მილიონი მხოლოდ ახალგაზრდების მიმართულებით დახარჯა”, – ამის შესახებ “ფეისბუქის” მომხმარებელი, ნუნუშა ვასაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თვითორგანიზებულებს რომ უწოდებენ თავს, სწორედ ამაში დაიხარჯა და დღემდე იხარჯება 15 მილიონი დოლარი. ვასაძე მიმართავს იმ ახალგაზრდებს, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა გულწრფელი პროტესტის, რომ დაფიქრდნენ და მოიკითხონ რა თანხა აქვთ აღებული მათ ლიდერებსა და აქციების ორგანიზატორებს.

“გაირკვა, რომ წინასაარჩევნო პროცესების “მხარდაჭერისთვის” USAID-მა დახარჯული 42 მილიონამდე დოლარიდან, 15 მილიონი მხოლოდ ახალგაზრდების მიმართულებით დახარჯა…

დიახ, თვითორგანიზებულებს რომ უწოდებენ თავს, ამ “თვითორგანიზებულობაში” დაიხარჯა ამხელა თანხა და დღემდე იხარჯება არც მეტი, არც ნაკლები 15 მილიონი აშშ დოლარი.

ახლა იმ ახალგაზრდებს მოგმართავთ, ვინც ჯერ კიდევ იჯერებთ თვითორგანიზებულობას, გულწრფელ პროტესტს და მსგავს სიგიჟეებს, ვისაც ცენტი არ შეგხვედრიათ – დაფიქრდით ამ ყველაფერზე! კარგად მოიკითხეთ თქვენი ლიდერები და აქციების ორგანიზატორები, რამდენი ათეულობით ათასი დოლარი აქვთ აღებული ამ “თვითორგანიზებულობისთვის”!!!” – წერს ნუნუშა ვასაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები